აგროპროდუქტების ონლაინ მაღაზია

აგრომარკეტი www.agromarket.ge მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის, გადარჩეულ პროდუქციას და ადგილზე მიტანის სერვისს.

ჩვენმა გუნდმა გაიარა გადამზადების ტრენინგები ხარისხის მართვაში და პროდუქციის სწორად შენახვა/დასაწყობების ტექნოლოგიაში.

აგრომარკეტი უკვე თანამშრომლობს  AS Group-ის პარტნიორ ფერმებთან.

2021 წლიდან ვგეგმავთ მოვახდინოთ ფერმერების დაკონტრაქტება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიდება წინასწარი შეთანხმება ფერმერებთან კონკრეტულ პროდუქტების წარმოებაზე, კონკრეტულ რაოდენობებზე, ჯიშებზე და რათქმაუნდა ხარისხზე. შესაბამისად, წინასწარ შევუთანხმდებით მათი პროდუქციის სრულად შესყიდვის თაობაზე. დავეხმარებით მათ პროდუქციის მოყვანაში და ჩვენი ექსპერტების და სპეციალისტების ზედამხედველობით მოხდება პროცესების სრულად მართვა.

ძალიან მალე, თბილისში გაიხსნება აგრო მარკეტის მაღაზიათა ქსელი, სადაც კომფორტულად და სანიტარული ნორმების სრული დაცვით მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ხარისხის პროდუქციას, ადეკვატურ ფასად. აგრო მარკეტი იქნება ერთ-ერთი სტიმული და შესაძლებლობა ქართველი ფერმერებისთვის რომ აწარმოონ მაღალი ხარისხის, ნიშური პროდუქცია. კომპანია გააერთიანებს საქართველოს ყველა რეგიონის აგრო სასურსათო პროდუქციას იქნება ეს მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ყველი, კვერცხი, თევზი თუ ხორცი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლსაც აგრომარკეტი ემსახურება არის B2B გაყიდვები, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციით ვამარაგებთ HORECA-ს.

ჩვენი მიზანია,  უმაღლესი ხარისხის სტანდარტის დამკვიდრება ბაზარზე. შესაბამისად, მომხმარებელს გაუჩნდება მოთხოვნის ახალი ფორმა და ხანგრძლივ პერსპექტივაში ქართველი ფერმერებიც მასიურად დაიწყებენ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას.

ჩვენი კომპანიები
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები