1605806151.png

NPO

არაკომერციული ორგანიზაცია აგრო სოლუშენსი მიზნად ისახავს საქართველოში დანერგოს თანამედროვე მიდგომები და ცოდნა სოფლის მეურნეობის სფეროში, შექმნას სანდო ორგანიზაცია რომელიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს. 

სოფლის მეურნეობასთან ერთად, ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს -  გარემოს დაცვა, საქართველოში არსებული ინდუსტრიული საწარმოებისა და ბიზნესის საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობაში.  

აგრო სოლუშენსის მიზანია საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანსაღი, მწვანე გარემოს მხარდაჭერას. 

ჩვენი პრაქტიკული, რეალისტური და ინოვაციური მიდგომები გვაძლევს საშუალებას ეფექტიანად ვუპასუხოთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ჩვენი ხედვა

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები მოითხოვს მტკიცე და საფუძვლიან ექსპერტულ ცოდნასა და ფერმერებისთვის სწორი მიდგომების შეთავაზებას.

საქართველოში უმთავრეს პრობლემას, როგორც ფერმერებისთვის ასევე სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის წარმოადგენს სექტორში კომპეტენციების ნაკლებობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ  აღნიშნულ გამოწვევებს შემდეგი საშუალებებით უნდა ვუპასუხოთ

•   პროფესიონალური ცოდნისა და უნარების გავრცელება სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის
•   სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიდან თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გაზიარება და დანერგვა        საქართველოში
•   ფერმერების ცოდნისა და მათი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნული ცოდნის გამოყენებით პროდუქტიულობის გაზრდა
•   პრაქტიკული კვლევებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება 
•   სოფლად და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაფინანსებისა და მათი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების შესახებ
•   ხელშეწყობა სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის, მათი რეგიონის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ამის შესახებ ინფორმაციის        მიწოდება
•   წყლისა და მიწის მდგრადი მართვის მხარდაჭერა და საზოგადოებაში აქტუალიზება
•   გარემოს დაცვის პრიორიტეტიზაცია 

ჩვენი საქმიანობა

განათლება 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიებისა დეფიციტი ადგილობრივი ფერმერებისათვის ართულებს განვითარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობას

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აგრო სოლუშენსი მიზნად ისახავს რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და ფერმერებს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაციები. აგრო სოლუშენსი პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერით, კონსულტაციას უწევს 300 – ზე მეტ ფერმერსა და მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს 14 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.


ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 

სოფლად და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა რჩება, რაც ხშირ შემთვხევაში მცირე და საშუალო საწარმოებს და ფერმერებს განვითარების კუთხით დაბრკოლებებს უქმნის. 

აგრო სოლუშენსის მიზანია შექმნას სანდო ორგანიზაცია, აღნიშნულ შემთხვევაში საინფორმაციო ჰაბი, რომელიც როგორც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ისე ფერმერებს მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას არსებული დაფინანსებების და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. 


გარემოს დაცვა 

მსოფლიოში კრიტიკულად ცვალებადი კლიმატური პირობების გათვაისწინებით აგრო სოლუშენსის მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი გარემოს საჭიროებებთან შესაბამისობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა სამრეწველო ან/და ბიზნეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობაში. აგრო სოლუშენსის უპირველესი მიზანია ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, სწორი პოლიტიკისა და მიდგომების ჩამოყალიბება როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორში.

ორგანიზაციის ღირებულებები

აგრო სოლუშენსი თავის საქმიანობას შემდეგ ღირებულებებზე დაფუძნებით ახორციელებს:


•   სოციალური ჩართულობა 

•   თანაბარი და სამართლიანი კონკურენცია

•   ქალებისა და ახალგაზრდების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტებში

•   უმცირესობების თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტებში

•   ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 

•   გამჭვირვალობა

•   მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა

•   კერძო-საჯარო პარტნიორობის მხარდაჭერა 

•   მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა 

•   რეგიონული განვითარების მხარდაჭერა

ჩვენი კომპანიები
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები