არაკომერციული ორგანიზაცია აგრო სოლუშენსი მიზნად ისახავს საქართველოში დანერგოს თანამედროვე მიდგომები და ცოდნა სოფლის მეურნეობის სფეროში, შექმნას სანდო ორგანიზაცია რომელიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს.
სოფლის მეურნეობასთან ერთად, ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს - გარემოს დაცვა, საქართველოში არსებული ინდუსტრიული საწარმოებისა და ბიზნესის საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს გარემოს დაცვის ნორმებთან შესაბამისობაში.
აგრო სოლუშენსის მიზანია საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანსაღი, მწვანე გარემოს მხარდაჭერას.
ჩვენი პრაქტიკული, რეალისტური და ინოვაციური მიდგომები გვაძლევს საშუალებას ეფექტიანად ვუპასუხოთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.