9_1605001692.jpg

საკანონმდებლო სივრცეში კატეგორია „ფერმერი“ გაჩნდა

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა“. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერი განისაზღვრა როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის გაჩენა ამ კატეგორიაში. ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია, ანუ სოციალური დახმარების სუბიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვრჩება. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა სოციალური დახმარების მიმღებია და ალბათ რამდენიმე წელი ეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.  ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალ კატეგორიას. ეს ადამიანები ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ხდებიან ფერმერთა რეესტრის ნაწილი და ეს არის წინაპირობა, რომ ისინი იღებენ გარკვეულ შეღავათებს.  ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც სოფლის მეურნეობის ასეთი პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არის 1 ჰა-ზე კონკრეტული შეღავათი, თუ  ფერმერი ასრულებს ამ პირობებს. ასეთივე პირობებია ევროკავშირში მოთხოვნილი და ფერმერთა რეგისტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან დაინერგა, მათ შორის ელექტრონული პროგრამა, არის ევროკავშირთან შეთანხმებული და ევროკავშირში ადაპტირებული. ასე რომ, ეს არის გზა, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა წარმატებისკენ, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა. არის აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და თანმიმდევრული ნაბიჯი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ოქტომბერი 28, 2020

თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაა...

ვრცლად »

„დანერგე მომავალი ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

ნოემბერი 6, 2020

სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები,  მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიო...

ვრცლად »

მეთხილე ფერმერები 50-55 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან

ნოემბერი 6, 2020

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასკვნით ფაზაში შედის. თხილის გადამამუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა....

ვრცლად »
მიიღეთ ინფორმაცია პირველებმა გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები