აგროლენდი უძრავი ქონების კომპანიაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. კომპანია ახდენს კონკრეტული კულტურისთვის და ზოგადად აგრო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის დამკვეთისთვის მოძიებას.
აგროლენდის ვებ პლატფორმა – agroland.ge აკავშირებს მყიდველს და გამყიდველს. ვებ გვერდი აგრობიზნესით დაინტერესებულ პირებს და ინვესტორებს სთავაზობს, მათთვის ფუნქციურად საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაში დახმარებას. ხოლო, მეორეს მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს, სთავაზობთ მათ საკუთრებაში არსებული მიწების რეალიზაციას.