მიმდინარეობს საიტის განახლება

მარწყვის სათბურში სარწყავი სისტემის მოწყობა

აგრო ირიგეიშენი აგრო ირიგეიშენი

აგრო ირიგეიშენმა, 2019 წელს, შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში, 825 კვადრატული მეტრ სათბურში, მარწყვის კულტურისთვის უზრუნველყო საირიგაციო სისტემების პროექტირება და ინსტალაცია. 


შესრულებული სამუშაოები:

  • მარწყვისთვის საჭირო წყლის რესურსების განსაზღვრა
  • წვეთოვანი სარწყავი სისტემის პროექტირება და ინსტალაცია
  • სადრენაჟე-საწრეტი მილგაყვანილობის პროექტირება და მონტაჟი
  • საფილტრაციო სადგურის მოწყობა 
  • სასუქის შემრევი სისტემის პროექტირება და მონტაჟი


კომპანიის აგრო ინჟინრებისა და აგრონომების  მიერ განისაზღვრა სათბურში, მარწყვის კულტურისთვის საჭირო წყლის ოდენობა, საფილტრაციო სადგურის, სასუქის შემრევი და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოდიფიკაცია და პარამეტრები. 


მდებარეობა:  შიდა ქართლის რეგიონი ქარელის მუნიციპალიტეტში

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019 წელი